Статья 39. წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან ძალადობის მსხვერპლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა
Редакция №11 Сверено с действующей редакцией · 26 июн. 2025 г.
Темы:Заявления об убежище
1. თავშესაფრის მაძიებელს, რომელიც აცხადებს, რომ არის წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან ძალადობის მსხვერპლი, ან რომელსაც ასეთი ნიშნები აქვს, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვამდე ხელი უნდა მიუწვდებოდეს შესაბამის სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადება პრიორიტეტულად უნდა იქნეს განხილული.
