„საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით
Статья 30. გამარტივებული კონკურსის ეტაპები
Редакция №4 Сверено с действующей редакцией · 2 апр. 2026 г.
1. გამარტივებული კონკურსის ეტაპებია: ა) კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების გადარჩევა; ბ) შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.
2. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელ ან საამისოდ უფლებამოსილ პირს შეუძლია, კანდიდატის შეფასებისათვის, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გამარტივებული კონკურსის ეტაპებთან ერთად განსაზღვროს დამატებითი ეტაპი, რაც უნდა აისახოს კონკურსის ოფიციალურად გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში.
