1.საქართველოს ურთიერთობა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც ჰააგის კონვენციის მონაწილე არ არის, განისაზღვრება ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან ურთიერთშეთანხმების სხვა ფორმით.
2.იმ სახელმწიფოსთან, რომელიც ჰააგის კონვენციის მონაწილე არ არის, სამართლებრივი ურთიერთობის განსაზღვრისას შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ჰააგის კონვენციის მოთხოვნები.
3.„ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი ს თანახმად, სამინისტრო საერთაშორისო შვილად აყვანის სფეროში დებს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
4.სამინისტროსა და სააგენტოს უფლება აქვთ, საერთაშორისო შვილად აყვანის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით იმ სახელმწიფოს, რომელიც ჰააგის კონვენციის მონაწილე არ არის, შესაბამის ორგანოსთან გააფორმონ ურთიერთგაგების მემორანდუმი.






