1.
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების ( მშვილებლის) მიერ საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ვალდებულია ბავშვის შვილად აყვანიდან პირველი ორი წლის განმავლობაში 6 თვეში ერთხელ, ხოლო მესამე წელს – წელიწადში ერთხელ ცენტრალურ ორგანოს წარუდგინოს ანგარიში შვილად აყვანილი ბავშვის შესახებ, თუ მხარეები ანგარიშის უფრო ხშირად წარდგენაზე არ შეთანხმდნენ.
3.ბავშვის შვილად აყვანიდან სამი წლის შემდეგ ცენტრალურმა ორგანომ, საჭიროებისამებრ, შეიძლება მოითხოვოს მისთვის შვილად აყვანილი ბავშვის შესახებ ანგარიშის წარდგენა ბავშვის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე ნებისმიერ დროს.
4.საერთაშორისო შვილად აყვანის შემდგომი ანგარიშების წარდგენის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
5.ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშები წარდგენილი უნდა იქნეს წარმოშობის სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე, მიმღები სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე დამოწმებული თარგმანით, თუ მხარეები სხვა პირობებზე არ შეთანხმდნენ.
6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადების ( თარგმნისა და სანოტარო წესით დამოწმების) ვალდებულება ეკისრებათ ( ეკისრება) მშვილებლებს ( მშვილებელს).
7.საქართველოში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების ( მშვილებლის) მიერ ამ მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებათა შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.