გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. საქმიანობის შემდგომი ანალიზი მოიცავს: ა) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებისა და შემარბილებელი ღონისძიებების მონიტორინგს; ბ) საქმიანობის განხორციელებით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების ანალიზს; გ) გზშ-ის ანგარიშით გათვალისწინებული გარემოს მახასიათებლების ცვლილებების შეფასებას.
2. საქმიანობის განმახორციელებელი საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგებს (დოკუმენტს) სააგენტოს წარუდგენს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში.
3. სააგენტო ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგების (დოკუმენტის) მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე მათ/მის განთავსებას.
4. სააგენტო საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგებს ითვალისწინებს გზშ-ისადმი დაქვემდებარებული სხვა საქმიანობისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ. თავი III სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი