გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი
Статья 24. სგშ-ის პროცესში სკოპინგის განცხადება
1. დამგეგმავი ორგანო შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე, მაგრამ არაუგვიანეს სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ან სამუშაო ვერსიის მომზადებისა, სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით მიმართავს სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სკოპინგის განცხადებით, რომელსაც თან ერთვის სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან სამუშაო ვერსია (როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით). დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფს სკოპინგის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების თავის ვებგვერდზე განთავსებას.
