1.სამინისტროს/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები) საჯარო განხილვის ჩატარებიდან 5 დღის ვადაში ადგენს საჯარო განხილვის შესახებ ოქმს.
2.ოქმში უნდა მიეთითოს: ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება; ბ) განხილვის დრო და ადგილი; გ) საჯარო განხილვის ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა, ხოლო გზშ-ისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის საჯარო განხილვაზე – საქმიანობის განმახორციელებლის და კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვინაობა; დ) განსახილველი საკითხის მოკლე მიმოხილვა; ე) საჯარო განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები.
