სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
Статья 14. ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაცია
Редакция №16 Сверено с действующей редакцией · 17 дек. 2025 г.
1. ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის მართვის მიზნით ინციდენტი/საგანგებო სიტუაცია, მისი წარმოქმნის ხასიათიდან გამომდინარე, იყოფა შემდეგ სახეებად: ა) ბუნებრივი; ბ) ადამიანური ფაქტორით გამოწვეული (ტექნოგენური).
2. ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაციის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
