ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Статья 136. საგანგებო მდგომარეობა ელექტროენერგეტიკის სექტორში
1. ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდეს, თუ ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემა, განაწილება, მიწოდება ან/და ყიდვა-გაყიდვა ფერხდება მოულოდნელი გარემოებების ან შესაბამისი ელექტროენერგეტიკული საწარმოს კონტროლის მიღმა არსებული გარემოებების გამო, რომლებითაც საფრთხე ექმნება ელექტროენერგეტიკული სისტემის ერთიან უსაფრთხოებასა და საიმედოობას ან საბოლოო მომხმარებლების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მათთვის ელექტროენერგიის მიწოდებას.
2. ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული ორგანოს გადაწყვეტილებით. ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის დროს განსახორციელებელ უსაფრთხოების ზომებსა და პროცედურებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, კომისიასთან, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებთან, ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების ან/და სხვა შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან და ოპერატორებთან კონსულტაციებითა და მჭიდრო კოორდინაციით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები უნდა განხორციელდეს შეზღუდული დროით, ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირებაში მინიმალური ჩარევით და იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია ადამიანების, ელექტროენერგეტიკული მოწყობილობების ან/და დანადგარების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხის აღმოსაფხვრელად.
