Статья 8^1. სააღსრულებო ფურცელში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
2. სააღსრულებო ფურცელში აღინიშნება - სააღსრულებო ფურცლის გამცემი; საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი; გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი; გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი; კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები.
3. სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიმღები პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.
