სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
Статья 13. დისტრიბუტორის ვალდებულებები
1. დისტრიბუტორი ვალდებულია, სამშენებლო პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას დაიცვას ამ ტექნიკურ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
2. დისტრიბუტორი ვალდებულია, უზრუნველყოს ბაზარზე მხოლოდ იმ სამშენებლო პროდუქტის განთავსება, რომელზეც დატანილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ნიშანდება და თან ერთვის ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, მათ შორის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი შესაბამისი ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. დისტრიბუტორი ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ აღნიშნული სამშენებლო პროდუქტის მწარმოებელი და იმპორტიორი აკმაყოფილებენ ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. დისტრიბუტორი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამშენებლო პროდუქტი არ შეესაბამება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას, ან არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია, არ განათავსოს სამშენებლო პროდუქტი ბაზარზე, სანამ სამშენებლო პროდუქტი არ დააკმაყოფილებს ზემოხსენებულ მოთხოვნებს, ან არ მოხდება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის შესაბამისი შესწორება. იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო პროდუქტი შეიცავს საფრთხეს, დისტრიბუტორი ვალდებულია, ამის შესახებ შეატყობინოს მწარმოებელს, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსა და შესაბამის შემთხვევებში, იმპორტიორს.
