შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებისთვის აუცილებელია: ა) გადამუშავებული პროდუქტის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა არ იყოს ეკონომიკურად მოგებიანი; ბ) დეკლარანტმა წარადგინოს დასაბუთებული მონაცემები: ბ.ა) იმ პირის შესახებ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციას; ბ.ბ) შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის, გადამუშავებული პროდუქტის, ნაშთისა და ნარჩენის აღწერილობის, ხარისხისა და რაოდენობის შესახებ; ბ.გ) საქონლის გადამუშავების ოპერაციების, მათი განხორციელების ვადებისა და საშუალებების შესახებ; ბ.დ) გადამუშავებულ პროდუქტში გადაუმუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციის საშუალების შესახებ; გ) გამოსავლიანობის ნორმა შეთანხმებული იყოს საბაჟო ორგანოსთან; დ) დეკლარანტმა წარადგინოს შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევ საქონელზე იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტია, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევისა.
Статья 145. შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენების პირობები
Редакция №10 Сверено с действующей редакцией · 17 дек. 2025 г.
Нужна помощь с этим законом?
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
