1.საბაჟო კონტროლის ზონა არის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების და პირის მიმართ ხორციელდება საბაჟო კონტროლის ღონისძიებები.
2.საბაჟო კონტროლის ზონებია: ა) საბაჟო გამშვები პუნქტი; ბ) საბაჟო ორგანოს საწყობი; გ) გაფორმების ეკონომიკური ზონა; დ) საბაჟო საწყობი; ე) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი; ვ) საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ აეროპორტში, საზღვაო პორტში, ნავსადგურში, რკინიგზის სადგურში არსებული, საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული ტერიტორია; ზ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურის სალიანდაგო ნაწილი − ამ სალიანდაგო ნაწილზე საბაჟო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონლის განთავსების პერიოდში; თ) შენახვის სხვა ადგილი, ნაგებობა, სატრანსპორტო საშუალება, სადაც იმყოფება საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება; ი) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის განსაზღვრული სხვა ადგილი.

