Статья 73. პროფესიონალთა სპეციალიზაცია
1. სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ღონისძიებები განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, იურიდიულ, სამართალდაცვით, სპორტის, კულტურისა და დასვენების სფეროებში ბავშვთან მომუშავე პირების (პროფესიონალების) პიროვნული და პროფესიული შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაბამის სფეროში ბავშვის მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის რისკები და საფრთხეები.
2. ბავშვთან მომუშავე პირმა (პროფესიონალმა) უნდა გაიაროს აუცილებელი ინტერდისციპლინური მომზადება ბავშვის უფლებების, სხვადასხვა ასაკის ბავშვთა საჭიროებებისა და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების საკითხებზე. ამასთანავე, ბავშვთან მომუშავე პირი (პროფესიონალი) უნდა გადამზადდეს ნებისმიერი ასაკისა და განვითარების დონის ბავშვთან, განსაკუთრებით − სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ ბავშვთან, კომუნიკაციის მეთოდებთან დაკავშირებით.
3. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ადმინისტრაციულ წარმოებაში, სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა წარმოებაში მონაწილე ყველა პირი უნდა იყოს სპეციალიზებული კანონით დადგენილი სპეციალიზაციის სტანდარტების შესაბამისად.
4. პროფესიონალთა სპეციალიზაციის ინსტიტუციური სისტემა მოიცავს ბავშვთან მომუშავე და ბავშვის საკითხებზე მომუშავე ადვოკატების, პროკურორების, პოლიციელების, მოსამართლეების, მედიატორების, სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგებისა და სხვა სპეციალისტების შერჩევის, მოსამზადებელი და განგრძობადი სწავლების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის, საქმიანობის ხარისხის კონტროლისა და ეთიკური სტანდარტების უზრუნველყოფას.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ბავშვის უფლებათა კოდექსი
