Статья 80. ბავშვის უფლება მის წარმომადგენლობაზე
Редакция №12 Сверено с действующей редакцией · 26 июн. 2025 г.
1. ბავშვს უფლება აქვს, ადმინისტრაციულ წარმოებაში ან სასამართლო პროცესში მონაწილეობა მიიღოს უშუალოდ ან/და თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, რომელიც შეიძლება იყოს ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი ან მის მიერ არჩეული სხვა საპროცესო წარმომადგენელი.
2. ბავშვის მიერ წარმომადგენლის არჩევისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ შემთხვევას, როდესაც ბავშვის მშობელი, ოჯახის სხვა წევრი ან ალტერნატიული ზრუნვის განხორციელებისთვის პასუხისმგებელი პირი სავარაუდო მოძალადეა.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
