საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
Всегда актуальная правовая база
2.ევროჯასტის გადაწყვეტილების 24-ე მუხლისთვის ზიანის მიუყენებლად, თუ ევროჯასტის, ან ევროკავშირის წევრი რომელიმე სახელმწიფოს ან მესამე სახელმწიფოს, ან მესამე ორგანოს მიერ მონაცემების შეცდომით გაზიარებას შედეგად მოჰყვა სამართლებრივი ან ფაქტობრივი შეცდომა, ევროჯასტი იქნება ვალდებული, მოთხოვნის შემთხვევაში, აანაზღაუროს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად გადახდილი კომპენსაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მონაცემები გამოყენებული იყო ამ ხელშეკრულების დარღვევით. ამ პუნქტის დებულებები გამოიყენება მაშინაც, როდესაც ევროჯასტის, ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს, ან სხვა მესამე სახელმწიფოს, ან მესამე ორგანოს მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას შედეგად მოჰყვა სამართლებრივი ან ფაქტობრივი შეცდომა.
3.იმ შემთხვევაში, თუ ევროჯასტი ვალდებულია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ან სხვა მესამე სახელმწიფოს, ან მესამე ორგანოს აუნაზღაუროს დაზარალებული მხარისთვის გადახდილი კომპენსაცია, და ზიანი დადგა საქართველოს მიერ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველო იქნება ვალდებული, მოთხოვნის შემთხვევაში, გადაუხადოს ევროჯასტს ის თანხა, რაც მან გადაუხადა წევრ სახელმწიფოს ან სხვა მესამე სახელმწიფოს ან მესამე ორგანოს აღნიშნული თანხის დაბრუნების მიზნით.
4.მხარეებმა არ უნდა მოსთხოვონ ერთმანეთს კომპენსაციის გადახდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ზიანისათვის, იმ ფარგლებში, თუ კომპენსაცია ზიანისთვის აღსრულდა როგორც სადამსჯელო, გაიზარდა ან არ წარმოადგენს საკომპენსაციო ზიანს.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.