1.ამ კანონის მიზნებისთვის ბენეფიციარი მესაკუთრეა ფიზიკური პირი , რომელიც არის კლიენტის საბოლოო მფლობელი ან საბოლოო მაკონტროლებელი ან / და რომლის სახელითაც მზადდება , იდება ან სრულდება გარიგება .
2.ამ კანონის მიზნებისთვის იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრეა ფიზიკური პირი , რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ამ იურიდიული პირის წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტს ან 25 პროცენტზე მეტს ან სხვაგვარად ახორციელებს იურიდიულ პირზე საბოლოო კონტროლს .
3.ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების პირდაპირ ფლობად მიიჩნევა ფიზიკური პირის მიერ სამეწარმეო იურიდიული პირის წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან 25 პროცენტზე მეტის ფლობა , ხოლო არაპირდაპირ ფლობად − იმ იურიდიული პირის მიერ , რომელსაც ფიზიკური პირი ( პირები ) აკონტროლებს ( აკონტროლებენ ), ან რამდენიმე იურიდიული პირის მიერ , რომლებსაც ერთი და იგივე ფიზიკური პირი ( პირები ) აკონტროლებს ( აკონტროლებენ ), სამეწარმეო იურიდიული პირის წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან 25 პროცენტზე მეტის ფლობა .
4.თუ ყველა შესაძლო ღონისძიების განხორციელების შემდეგ ანგარიშვალდებული პირი დარწმუნდა , რომ ამ მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრე არ არსებობს , ამ კანონის მე -10 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს კლიენტის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის ( პირების ) მიმართ .
5.ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის არსებობის შემთხვევაში ამ კანონის მე -10 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს შემდეგი პირების მიმართ ან მათ ეკვივალენტურ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ : ა ) რწმუნებული ; ბ ) მარწმუნებელი ; გ ) მეურვე ( არსებობის შემთხვევაში ); დ ) ბენეფიციარი ; ე ) სხვა ფიზიკური პირი , რომელიც ახორციელებს ეფექტიან საბოლოო კონტროლს ტრასტზე ან ტრასტის მსგავს სამართლებრივ სტრუქტურაზე ( არსებობის შემთხვევაში ).
6.თუ ამ მუხლის მე -5 პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარი წინასწარ განსაზღვრული არ არის , ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია იმ პირთა წრის შესახებ , რომელთა სასარგებლოდაც შეიქმნა ან მოქმედებს ტრასტი ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურა , რათა დარწმუნდეს , რომ შეძლებს , ბენეფიციარის მიმართ ამ კანონის მე -10 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები ბენეფიციარზე სარგებლის გაცემამდე ან ბენეფიციარის მიერ მისთვის მიკუთვნებული უფლებებით სარგებლობამდე განახორციელოს .






