საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Статья 21^66. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემის წესი
1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების სახით გამოსცეს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი.
2. ელექტრონული ზედამხედველობა წესდება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 3 2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების განხორციელების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ არსებობს მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე.
3. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემის ადგილის მიხედვით.
