1.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.სამინისტრო ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, 31 ივლისამდე აქვეყნებს ქვეყანაში ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების ერთიან ანგარიშს, რომელიც მოიცავს სამინისტროს, კომისიის და შესაბამის შემთხვევებში სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შეგროვებულ ინფორმაციას. ანგარიშში უნდა აისახოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საკითხებთან მიმართებით განხორციელებული ზედამხედველობის შედეგები და მიღებული ან მისაღები ზომები. სამინისტროს მიერ მომზადებული ანგარიში დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში სხვა საკითხებთან ერთად უნდა ასახავდეს: ა) ამ კანონის 141-ე მუხლის შესაბამისად მიღებული ზომების კონკურენტულ ეფექტს ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებზე; ბ) ბუნებრივი გაზის საცავის სიმძლავრის დონეებს; გ) საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მიერ დადებული ბუნებრივი გაზის მიწოდების გრძელვადიანი (10 წელზე მეტი ვადის) ხელშეკრულებების ფარგლებს, მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების დარჩენილ ვადას, კომპანიების მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვით, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიკვიდურობის ხარისხს; დ) ბუნებრივი გაზის მოპოვებაში, წარმოებაში, ტრანსპორტირებასა და შენახვაში ახალი ინვესტიციების განხორციელების წამახალისებელ მარეგულირებელ ჩარჩოს.
4.სამინისტრო ამ მუხლით გათვალისწინებული ზედამხედველობისა და ანგარიშგების ფუნქციების შესრულების მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან და გადამცემი სისტემის ოპერატორთან. ამ მიზნით: ა) სამინისტროს მის მიერ წერილობითი მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაეცემა კომისიის მიერ მარეგულირებელი უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული ყველა მონაცემი და ინფორმაცია, აგრეთვე სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების ხელთ არსებული ყველა საჭირო ინფორმაცია ამ კანონის 151-ე მუხლის შესაბამისად კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის შესახებ მითითებით; ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორი სამინისტროს აწვდის ინფორმაციას ურთიერთდამაკავშირებლების სიმძლავრესთან დაკავშირებით მისი ან სხვა ისეთი პირის საინვესტიციო გეგმების თაობაზე, რომლის შესახებ ინფორმაცია მისთვის ცნობილი გახდა; გ) გადამცემი სისტემის ოპერატორი სამინისტროს აწვდის ინფორმაციას ბუნებრივი გაზის შიდა გადამცემი მილსადენების მშენებლობასთან დაკავშირებული ისეთი ინვესტიციების შესახებ, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს ურთიერთდამაკავშირებლების სიმძლავრის ხელმისაწვდომობაზე; დ) გადამცემი სისტემის ოპერატორი სათანადო შემთხვევებში კონსულტაციებს მართავს მეზობელი ან/და სხვა შესაბამისი ქვეყნების გადამცემი სისტემების ოპერატორებთან და სამინისტროს აწვდის ინფორმაციას განხორციელებული ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ.
5.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს ანგარიში წარედგინება საქართველოს მთავრობასა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე. კარი XIV. წყალმომარაგება თავი XXXV. წყალმომარაგების ორგანიზება და რეგულირება
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.