ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Статья 35. ტენდერი ელექტროენერგიის წარმოების ახალ სიმძლავრეებზე
Редакция №14 Сверено с действующей редакцией · 10 июн. 2025 г.
საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტროენერგიის წარმოების ახალი სიმძლავრის ასაშენებლად, მათ შორის, ელექტროენერგიის წარმოების არსებული სიმძლავრის გასაზრდელად, ჩაატაროს ტენდერი ან გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შერჩევის სხვა პროცედურა. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ტენდერის წესებსა და პირობებს, რომლებიც შესრულებული უნდა იქნეს გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად.
