ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Статья 5. ენერგეტიკული საქმიანობის მარეგულირებელი ზოგადი პრინციპები
1. ენერგეტიკული საქმიანობის ორგანიზების, რეგულირებისა და მონიტორინგის ძირითადი პრინციპებია: ა) ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერირებისა და დაკავშირებული მომსახურების გაწევის უსაფრთხოება და საიმედოობა; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები და საქმიანობის განმახორციელებელი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მიწოდება; გ) ამ კანონით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ელექტროენერგეტიკულ და ბუნებრივი გაზის სისტემებზე შეუზღუდავი დაშვება და მიმწოდებლის შეცვლის უფლების ეფექტიანი განხორციელება; დ) ყველა სახის ენერგეტიკულ საქმიანობაში კონკურენციის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის უზრუნველყოფა, მიუხედავად იმისა, ასეთი საქმიანობა ხორციელდება საჯარო მომსახურების ვალდებულების თუ საბაზრო საქმიანობის სახით; ე) გადაცემისა და განაწილების საქმიანობის დამოუკიდებლობა სხვა ენერგეტიკული საქმიანობისა და მათთან დაკავშირებული კომერციული ინტერესებისგან, აგრეთვე ინტერესთა კონფლიქტისა და ჯვარედინი სუბსიდირების წინაპირობების გამორიცხვა; ვ) ენერგეტიკული საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა და მდგრადი განვითარებასაქართველოს გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად, აგრეთვე გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირება; ზ) სისტემის ოპერირებისას „ჭკვიანი“ და გარემოსთვის უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა; თ) ურთიერთდამაკავშირებლების სიმძლავრეების ეფექტიანი გამოყენების, ენერგეტიკულ ბაზრებზე დივერსიფიკაციისა და კონკურენციის გაზრდის მიზნით ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტრანსსასაზღვრო გადადინების ხელშეწყობა, სიმძლავრის განაწილებისა და გადატვირთვის მართვის მკაფიოდ განსაზღვრული, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული ინსტრუმენტების შესაბამისად; ი) ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების მონაწილეებისა და საბოლოო მომხმარებლების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა; კ) საქართველოში მცხოვრები და საქმიანობის განმახორციელებელი მომხმარებლების სასარგებლოდ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
