ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Статья 8. ენერგეტიკული საქმიანობა
1. ამ კანონის მიზნებისთვის ენერგეტიკულ საქმიანობად ითვლება: ა) ელექტროენერგეტიკული საქმიანობა: ა.ა) ელექტროენერგიის წარმოება; ა.ბ) ელექტროენერგიის გადაცემა; ა.გ) ელექტროენერგიის განაწილება; ა.დ) ელექტროენერგიის მიწოდება; ა.ე) ელექტროენერგიით ვაჭრობა; ა.ვ) ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირება; ა.ზ) ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირება; ა.თ) ელექტროენერგიის დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერირება; ბ) ბუნებრივი გაზის საქმიანობა: ბ.ა) ბუნებრივი გაზის წარმოება; ბ.ბ) ბუნებრივი გაზის გადაცემა; ბ.გ) ბუნებრივი გაზის განაწილება; ბ.დ) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერირება; ბ.ე) გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ოპერირება; ბ.ვ) ბუნებრივი გაზის მიწოდება; ბ.ზ)ბუნებრივი გაზით ვაჭრობა; ბ.თ) ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირება; ბ.ი) ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირება; ბ.კ) ბუნებრივი გაზის დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერირება.
2. ელექტროენერგიის წარმოება გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელის გამოყენების გარეშე სრული რაოდენობის პირადი მოხმარების მიზნით არ რეგულირდება ამ კანონით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი მწარმოებელი აპირებს ჭარბი ელექტროენერგიის სხვა ელექტროენერგეტიკული საწარმოსთვის ან მომხმარებლისთვის მიყიდვას. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.
