ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Статья 9. საჯარო მომსახურება
1. საერთო ეკონომიკური ინტერესიდანგამომდინარე, მიწოდების უსაფრთხოების, უწყვეტობის, სათანადო ხარისხისა და ფასის, აგრეთვე გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და კლიმატის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ენერგეტიკულ საწარმოს შესაძლოა დაეკისროს საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება.
2. ენერგეტიკულ საწარმოს საჯარო მომსახურების ვალდებულებას აკისრებს საქართველოს მთავრობა სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან, კომისიასთან და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან კონსულტაციის შემდეგ.
3. საჯარო მომსახურების ვალდებულება არის დროებითი ღონისძიება, რომელიც უნდა დაექვემდებაროს რეგულარულ გადახედვას მისი საჭიროებისა და ზემოქმედების შედეგების განსაზღვრის მიზნით.
4. საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა, შესაძლოა დაეკისროს ნებისმიერ ენერგეტიკულ საწარმოს, თუ ეს აუცილებელია ამ კანონით დადგენილი მიზნების მისაღწევად. საჯარო მომსახურების ვალდებულების დაკისრება და შესრულება უნდა იყოს გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და ადვილად გადამოწმებადი. იგი უნდა იყოს პროპორციული, არ უნდა ზღუდავდეს კონკურენციას ენერგეტიკულ ბაზრებზე იმაზე მეტად, ვიდრე აუცილებელია ამ საჯარო მომსახურების მიზნების მისაღწევად, და უნდა უზრუნველყოფდეს ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების ენერგეტიკული საწარმოების თანაბარ წვდომას საქართველოში საბოლოო მომხმარებლებზე.
