1.ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტის ოპერირება და მართვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის საცავის წესებით დადგენილი დებულებების დაცვით.
2.ბუნებრივი გაზის საცავის წესები განსაზღვრავს: ა) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტის ტექნიკურ პარამეტრებს; ბ) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტის უსაფრთხო ოპერირების ტექნიკურ და სხვა სახის მოთხოვნებს ბუნებრივი გაზის საცავთან დაკავშირებული მომსახურების საიმედოდ და დადგენილი ხარისხის მოთხოვნების შესაბამისად გაწევის მიზნით; გ) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტზე მესამე პირის დაშვების პროცედურას, წესსა და პირობებს, მათ შორის, ამ კანონის 87-ე და 88-ე მუხლების შესაბამისად, დაკავშირებით მიერ გასაწევ მომსახურებას; დ) სიმძლავრის განაწილების მექანიზმსა და გადატვირთვის მართვის პროცედურებს ამ კანონის 90-ე მუხლის შესაბამისად; ე) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტების სიმძლავრის გაზომვის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტში ჩაჭირხნული და ამ ობიექტიდან მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობის აღრიცხვის პროცედურასა და წესს; ვ) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტისა და ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და შესაბამის შემთხვევებში განვითარების დაგეგმვის კრიტერიუმებს; ზ) იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც უკავშირდება ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტით სარგებლობას; თ) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის ზოგად წესებსა და პირობებს; ი) ბუნებრივი გაზის საცავთან დაკავშირებული ხელშეკრულებიდან ან/და ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტზე დაშვებასთან და მის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობებიდან გამომდინარე დავის განხილვისა და გადაწყვეტის წესს; კ) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ხელთ არსებული, ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერირებისა და მართვისთვის, აგრეთვე შესაბამისი ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისთვის საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის გამოქვეყნების წესს, მათ შორის, ყველა შესაბამისი პუნქტის განმარტებას და ინფორმაციის გამოქვეყნების გრაფიკს; ლ) ურთიერთდაკავშირებული სისტემების სხვა ოპერატორებთან მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლის მეთოდს; მ) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის კომპეტენციის ფარგლებში ენერგოეფექტურობასა და ბუნებრივი გაზის დაკავშირებულ ღონისძიებებს; ნ) ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობის ოპერირებასა და მართვასთან დაკავშირებულ სხვა წესებსა და პირობებს.
