ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Статья 88. ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობაზე მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება
1. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი: ა) ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ყველა სისტემით მოსარგებლეს სთავაზობს მომსახურებას დისკრიმინაციის გარეშე. სხვადასხვა მომხმარებლისთვის ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება ხორციელდება თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით; ბ) მომხმარებელს სთავაზობს ბუნებრივი გაზის დაკავშირებული სისტემის გამოყენებასთან თავსებად მომსახურებას და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორთან თანამშრომლობით ხელს უწყობს მესამე პირების დაშვებას; გ) კომისიის ზედამხედველობით, სისტემით მოსარგებლეთა გონივრული კომერციული საჭიროებების შესაბამისი პერიოდულობით აქვეყნებს აუცილებელ ინფორმაციას, მათ შორის, მომსახურების ხელმისაწვდომობისა და გამოყენების შესახებ; დ) მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებით სთავაზობს როგორც გარანტირებულ, ისე წყვეტად მომსახურებას. წყვეტადი მომსახურების შემთხვევაში სიმძლავრის ფასი უნდა ასახავდეს მომსახურების შეწყვეტის შესაძლებლობას; ე) სისტემით მოსარგებლეებს სთავაზობს გრძელვადიან და მოკლევადიან მომსახურებას; ვ) სისტემით მოსარგებლეებს სთავაზობს ბუნებრივი გაზის საცავის მოცულობასთან, ჩაჭირხვნაუნარიანობასა და მიწოდებაუნარიანობასთან დაკავშირებულ ცალკეულ და კომბინირებულ მომსახურებებს.
