1.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტთან დაკავშირებული ხელშეკრულება, რომლის ძალაში შესვლა არასტანდარტულ თარიღს უკავშირდება ან რომელიც იმაზე ნაკლები ვადით არის დადებული, ვიდრე გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტთან დაკავშირებული სტანდარტული წლიური ხელშეკრულება, არ უნდა ადგენდეს გაუმართლებლად მაღალ ტარიფს.
3.ხელშეკრულების პირობა, რომელიც ადგენს შეზღუდვას ხელშეკრულების მხარის მიერ მოთხოვნილი გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის სიმძლავრის მინიმალურ მოცულობასთან დაკავშირებით, უნდა ეფუძნებოდეს ტექნიკურ შეზღუდვას და სისტემით მცირე მოსარგებლეებს უნდა უზრუნველყოფდეს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტთან დაკავშირებული მომსახურების მიღების უფლებით.
4.აუცილებლობის შემთხვევაში მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება სისტემით მოსარგებლეს შესაძლოა გაეწიოს მხოლოდ შესაბამისი ფინანსური გარანტიის წარდგენის შემდეგ. ამგვარი გარანტია უნდა იყოს არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და პროპორციული და არ უნდა ქმნიდეს ბაზარზე შესვლის გაუმართლებელ ბარიერს.
5.გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი წესით უარი თქვას გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტზე მესამე პირის დაშვებაზე.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.