Статья 51. ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი
1. დაუშვებელია მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის სათანადო დოკუმენტის გარეშე ან/და სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება. ტყის ტერიტორიაზე ამ კოდექსის მოთხოვნათა დაცვით დამზადებული ხეტყის ტყიდან ტრანსპორტირებისთვის თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გაიცემა ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს ტყის მართვის ორგანო. იგი ხეტყის საკუთრების დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია.
3. აკრძალულია ხეტყის ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირება. ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოთხოვნის შემთხვევაში წარედგინება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ მაკონტროლებელ ორგანოს.
4. ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა და გაცემის წესი დგინდება „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტით“.
5. საქართველოს ტყეში ხეტყით სარგებლობასთან, ხეტყის მოძრაობასა და პირველად გადამუშავებასთან დაკავშირებული ღონისძიებების აღრიცხვის მიზნით ტყის მართვის ორგანოს შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში, რომელიც საქართველოს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის ნაწილია. თავი VII ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება მუხლი 52. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყითსარგებლობის მიზანი 1. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება ამ კოდექსის საფუძველზე, ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის მართვის მიზნებიდან გამომდინარე ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული იურიდიული პირისთვის შესაბამისი უფლების მინიჭებით.
2. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა გულისხმობს კომერციული მიზნებისთვის მათ ხელმისაწვდომობას.
3. ამ მუხლით განსაზღვრული სახის ტყით სპეციალური სარგებლობის მიზანი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ტყის მდგრადი მართვის ინტერესებს.
4. „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის, ამ კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარეთა სახეობების ნიმუშების კომერციული მიზნით ექსპორტისთვის ბუნებაში მოპოვების ლიცენზიის, ამავე კონვენციის III დანართში შეტანილ მცენარეთა წარმოშობის სერტიფიკატის (CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატი), ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩით სარგებლობის ლიცენზიის (შემდგომ − ლიცენზია) გაცემის წესები და პირობები დგინდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 53. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყითსარგებლობის სამართლებრივი საფუძვლები 1. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული იურიდიული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ტყის კოდექსი
