Статья 21. აკვაკულტურის საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასება
1. წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობის მოთხოვნის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელმა განაცხადთან ერთად უნდა წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის შესახებ (საქმიანობის მოკლე აღწერა); ბ) ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის მახასიათებლების შესახებ (საქმიანობის განხორციელების ადგილი, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით (shp-ფაილთან ერთად)); გ) ინფორმაცია საქმიანობის განხორციელების შედეგად გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების ხასიათის თაობაზე, შემდეგი მახასიათებლების მიხედვით: გ.ა) საქმიანობის მახასიათებლები (საქმიანობის მასშტაბი; არსებულ საქმიანობასთან ან/და დაგეგმილ საქმიანობასთან კუმულაციური ზემოქმედება; ბუნებრივი რესურსების (განსაკუთრებით – წყლის, ნიადაგის, მიწის, ბიომრავალფეროვნების) გამოყენება; ნარჩენების წარმოქმნა; გარემოს დაბინძურება და ხმაური; საქმიანობასთან დაკავშირებული მასშტაბური ავარიის ან/და კატასტროფის რისკი); გ.ბ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი და მისი თავსებადობა ჭარბტენიან ტერიტორიასთან, შავი ზღვის სანაპირო ზოლთან, ტყით დაფარულ ტერიტორიასთან, სადაც გაბატონებულია საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები, დაცულ ტერიტორიასთან, დასახლებულ ტერიტორიასთან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსა და სხვა ობიექტთან, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ლანდშაფტურ, სარეკრეაციო და სატყეო ტერიტორიებთან (ზონებთან); გ.გ) საქმიანობის შედეგად გარემოზე შესაძლო ზემოქმედება (ზემოქმედების ტრანსსასაზღვრო ხასიათი; ზემოქმედების შესაძლო ხარისხი და კომპლექსურობა).
