1.აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია საზღვაო წყლებში: ა) განათავსოს შუქურები, ტივტივები ან/და მოაწყოს მონიშვნები აკვაკულტურის ნებართვით განსაზღვრული აკვაკულტურის საქმიანობის არეალის მოსანიშნად/გასამიჯნად; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შუქურებზე, ტივტივებზე ან მონიშვნებზე დაამონტაჟოს და შეინარჩუნოს განათება ან/და სიგნალი/სიგნალები; გ) დაამონტაჟოს და შეინარჩუნოს გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ზედამხედველობის განსახორციელებლად საჭირო სხვა მოწყობილობები.
2.დაუშვებელია აკვაკულტურის საქმიანობის არეალის მოსანიშნად/გასამიჯნად გამოყენებული შუქურას, ტივტივას ან მონიშვნის ან შუქურასთვის, ტივტივასთვის ან მონიშვნისთვის გამოყენებული განათების ან სიგნალის გადაადგილება, განადგურება, დაზიანება, შეცვლა. თავი V. ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქცია
