Статья 35. აკვაკულტურის შესახებ სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება და საერთაშორისო თანამშრომლობა
Редакция №6 Сверено с действующей редакцией · 26 июн. 2025 г.
1. სამინისტრო აქვეყნებს აკვაკულტურისა და აკვაკულტურის საქმიანობის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს, მათ შორის, აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების, აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას გამოყენებული საკვების, ვეტერინარული პრეპარატის, შიდა ვაჭრობის, იმპორტისა და ექსპორტის თაობაზე მონაცემებს.
2. საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად აკვაკულტურის შესახებ სტატისტიკური მონაცემები დადგენილი წესით წარედგინება შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას. თავი XI. აკვაკულტურის საქმიანობის გარემოსდაცვითი მონიტორინგი, სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
აკვაკულტურის შესახებ
