Статья 79. რეაბილიტაციის ხარჯების უპირატესი დაკმაყოფილება
1. რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით, უზრუნველყოფილი კრედიტორების უფლებების შეულახავად, უპირატესად უნდა დაკმაყოფილდეს რეაბილიტაციის ხარჯები.
2. რეაბილიტაციის ხარჯებია: ა) სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები); ბ) რეაბილიტაციის მმართველის, რეაბილიტაციის ზედამხედველისა და კრედიტორთა კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ხარჯები და მათი საქმიანობის ანაზღაურების ხარჯები.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
