„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 11. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განსახორციელებლად თანხმობის მოპოვება ; პროგრამის კრედიტორთათვის ინფორმაციის მიწოდება
1. ემიტენტი ვალდებულია იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განხორციელებამდე საქართველოს ეროვნული ბანკისგან მოიპოვოს თანხმობა . აღნიშნული თანხმობის მიღების მიზნით ემიტენტი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს ინფორმაციას განსახორციელებელი იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის შესახებ . საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ თანხმობის გაცემის წესი და პირობები დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით .
2. ემიტენტი ვალდებულია პროგრამის კრედიტორებს მიაწოდოს ინფორმაცია იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის მიმდინარეობის შესახებ . ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის კრედიტორთა მიერ აღნიშნული პროგრამის პროფილისა და რისკების სათანადოდ შეფასებისთვის აუცილებელ ყველა დეტალს . აღნიშნული ინფორმაცია პროგრამის კრედიტორებს უნდა მიეწოდოს არანაკლებ კვარტალში ერთხელ . იგი უნდა შეიცავდეს აღნიშნული პროგრამის შესახებ სულ მცირე შემდეგ მონაცემებს : ა ) უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებისა და იპოთეკური ობლიგაციების ნომინალურ ღირებულებებს ; ბ ) იპოთეკური ობლიგაციებისთვის მინიჭებულ საიდენტიფიკაციო ნომერს ( ნომრებს ) ( ასეთი ნომრის ( ნომრების ) არსებობის შემთხვევაში ); გ ) უზრუნველყოფის აქტივების მოცულობის ამ კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი კატეგორიების მიხედვით განაწილებას ; დ ) საბაზრო რისკების ( მათ შორის , საპროცენტო რისკისა და სავალუტო რისკის ), საკრედიტო და ლიკვიდურობის რისკების შესახებ ინფორმაციას ; ე ) უზრუნველყოფის აქტივებისა და იპოთეკური ობლიგაციების ვადიანობის აღწერილობას ( სტრუქტურას ); ვ ) პროგრამის ვალდებულებათა როგორც ფაქტობრივი უზრუნველყოფის მაჩვენებლების , ისე ამ კანონის მე -7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უზრუნველყოფის მაჩვენებლებისა და უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბის შესახებ ინფორმაციას ; ზ ) რეგისტრირებული დერივატივის ( ასეთი დერივატივის არსებობის შემთხვევაში ) კონტრაჰენტისა და არსებითი პირობების შესახებ ინფორმაციას ; თ ) იმ იპოთეკური სესხების ხვედრით წილს , რომლებთან დაკავშირებითაც დადგა დეფოლტი .
