„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 19. პროგრამის ადმინისტრატორის დანიშვნა და გათავისუფლება
1. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი ნიშნავს პროგრამის ადმინისტრატორს . საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რამდენიმე განცალკევებული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამისთვის დანიშნოს ერთი და იგივე პროგრამის ადმინისტრატორი .
2. პროგრამის ადმინისტრატორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე . საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროგრამის ადმინისტრატორს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის მართვასთან დაკავშირებული კონკრეტული ინფორმაცია ან ანგარიში .
3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს პროგრამის ადმინისტრატორი და მის ნაცვლად სხვა პირი დანიშნოს .
4. პროგრამის ადმინისტრატორი უნდა იყოს საკმარისი გამოცდილებისა და კარგი რეპუტაციის მქონე ფიზიკური პირი . პროგრამის ადმინისტრატორი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სპეციალური მმართველი ან ემიტენტის ლიკვიდატორი . პროგრამის ადმინისტრატორი ვალდებულია უზრუნველყოს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება და არ დაუშვას საკუთარი ინტერესების პროგრამის კრედიტორთა ინტერესებზე მაღლა დაყენება ან თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება .
5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს პროგრამის ადმინისტრატორის შრომის ანაზღაურების ოდენობა , რომელიც მისი კვალიფიკაციისა და მის მიერ შესრულებულ მოვალეობათა სირთულის შესაბამისი უნდა იყოს . პროგრამის ადმინისტრატორის შრომის ანაზღაურება და მის მიერ გაწეული დასაბუთებული ხარჯები დაიფარება განცალკევებული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამიდან .
6. პროგრამის ადმინისტრატორი საკუთარი მოქმედებისთვის ან უმოქმედობისთვის პასუხს ისევე აგებს , როგორც აგებენ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების მქონე პირები „ მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად . პროგრამის ადმინისტრატორი საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის პასუხს აგებს პროგრამის კრედიტორთაწინაშე . პროგრამის ადმინისტრატორს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ დაეკისრება , თუ იგი მოქმედებდა კეთილსინდისიერად და პროგრამის კრედიტორთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით , მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე .
