„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 12. უზრუნველყოფის აქტივებიდან უპირატესი დაკმაყოფილების უფლება
1. უზრუნველყოფის აქტივები ემიტენტის სხვა ქონებისგან სეგრეგირებული აქტივების ერთობლიობაა . დაუშვებელია ამ აქტივების მიმართ ნებისმიერი ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მესამე პირთა მოთხოვნების გამო , გარდა პროგრამის კრედიტორთა შემდეგი მოთხოვნებისა : ა ) იპოთეკური ობლიგაციებიდან და რეგისტრირებული დერივატივებიდან გამომდინარე მოთხოვნები ; ბ ) პროგრამის ადმინისტრატორის მიერ დადებული გარიგებიდან გამომდინარე მოთხოვნები .
2. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორებს ( მათ შორის , პროგრამის ფარგლებში გამოშვებული სხვადასხვა კლასის იპოთეკური ობლიგაციების მფლობელებს ) აქვთ უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი აქტივებიდან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ და „ ბ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების ამ მოთხოვნათა მოცულობის პროპორციულად , ემიტენტის სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატესი დაკმაყოფილების უფლება , რისთვისაც საჭირო არ არის ემიტენტსა და იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორებს შორის გირავნობის ან სხვა უპირატესი დაკმაყოფილების უფლების დადგენის შესახებ სპეციალური ხელშეკრულების დადება .
3. მესამე პირებს ეკრძალებათ უზრუნველყოფის აქტივებიდან გამომდინარე ემიტენტის მოთხოვნათა გაქვითვა . ეს აკრძალვა არ ვრცელდება რეგისტრირებული დერივატივიდან ( დერივატივებიდან ) გამომდინარე მოთხოვნათა საბოლოო ურთიერთგაქვითვაზე .
4. უზრუნველყოფის აქტივებიდან გამომდინარე მოთხოვნები , რომლებიც ამ კანონის მე -7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულგაანგარიშებაში არ გაითვალისწინება ან მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინება , უზრუნველყოფ ის აქტივების გაერთიანების შემადგენელი ნაწილია და მათზე სრულად ვრცელდება ამ კანონით დადგენილი იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორთა უპირატესი დაკმაყოფილების უფლება .
5. ეს მუხლი შესაბამისად ვრცელდება აგრეთვე რეფინანსირების ბანკის მოვალის უზრუნველყოფის აქტივებსა და მათ მიმართ რეფინანსირების პროგრამის კრედიტორთა უპირატესი დაკმაყოფილების უფლებაზე .
