„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 18. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევება
1. კომერციული ბანკის იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა განცალკევებულად მიიჩნევა , თუ არსებობს ერთ - ერთი შემდეგი გარემოება : ა ) კომერციულ ბანკს საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა ; ბ ) ამ მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევების შესახებ .
2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროგრამის კრედიტორთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევების შესახებ , თუ არსებობს ერთ - ერთი შემდეგი საფუძველი : ა ) კომერციულ ბანკს გაუუქმდა იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებისთვის გაცემული ავტორიზაცია და პროგრამის განცალკევება აუცილებელია იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა სრულად და დროულად შესასრულებლად ; ბ ) საფრთხე ემუქრება კომერციული ბანკის მიერ კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას ან არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის , რომ კომერციული ბანკის ეფექტიანი ზედამხედველობა შეუძლებელია ; გ ) პროგრამის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონის 22- ე მუხლის მე -5 პუნქტის საფუძველზე .
3. ამ მუხლის მე -4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით , იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევების შემდეგ პროგრამაში შემავალი უზრუნველყოფის აქტივები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ შესაბამისი პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის მართვასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად . პროგრამის კრედიტორთა ( მათ შორის , პროგრამის ფარგლებში გამოშვებული სხვადასხვა კლასის იპოთეკური ობლიგაციების მფლობელთა ) მოთხოვნები უზრუნველყოფის აქტივებიდან ამ მოთხოვნების პროპორციულად დაკმაყოფილდება . პროგრამის მართვასთან დაკავშირებულ ხარჯებს აქვს უპირატესობა პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნებთან შედარებით . უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში პროგრამის მართვასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისა და პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი აქტივები ამოირიცხება უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებიდან .
