„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 22. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა ემიტენტის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობისას
1. თუ მიღებულია გადაწყვეტილება ემიტენტის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების თაობაზე და იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა განცალკევებულია , რეზოლუციის კომიტეტი უფლებამოსილია ამ რეჟიმის შემოღებიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღით , მაგრამ არაუგვიანეს შესაბამის შემთხვევაში იპოთეკური ობლიგაციების პროგრამასთან დაკავშირებული სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღისა , სრულად ან ნაწილობრივ შეუზღუდოს პროგრამის ადმინისტრატორს ამ კანონის მე -20 მუხლის პირველი პუნქტითა და 21- ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების ( გარდა იპოთეკური ობლიგაციის ძირითადი თანხის ან / და პროცენტის დაფარვის თარიღის გადაწევისა და უზრუნველყოფის აქტივებიდან გამომდინარემოთხოვნების დაკმაყოფილებისა , მათ შორის , იპოთეკის აღსრულებით ) გამოყენება . რეზოლუციის კომიტეტს / სპეციალურ მმართველს უფლება აქვს , ამ ვადის განმავლობაში განახორციელოს სარეზოლუციო უფლებამოსილებები იპოთეკური ობლიგაციების პროგრამასთან დაკავშირებით , ამ კანონითა და „ კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით .
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ რეზოლუციის კომიტეტს / სპეციალურ მმართველს არ აქვს უფლება , განახორციელოს სარეზოლუციო უფლებამოსილებები განცალკევებულ იპოთეკური ობლიგაციების პროგრამასთან დაკავშირებით , გარდა ამ მუხლის მე -4, მე -6 და მე -7 პუნქტებით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენებისა .
3. თუ რეზოლუციის კომიტეტის მიერ ერთი ან რამდენიმე სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება იპოთეკური ობლიგაციების პროგრამას ეხება , ამის თაობაზე წინასწარ , გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა ეცნობოს პროგრამის ადმინისტრატორს , ხოლო თუ პროგრამის ადმინისტრატორი დანიშნული არ არის − პროგრამის კრედიტორებს . პროგრამის ადმინისტრატორი ( არსებობის შემთხვევაში ) აღნიშნულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის პროგრამის კრედიტორებს . ამ პუნქტის საფუძველზე ინფორმაცია პროგრამის კრედიტორებს შეიძლება ინდივიდუალურად შეტყობინების ნაცვლად საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებით მიეწოდოს .
