„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 23. პროგრამის კრედიტორთა არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების დაკმაყოფილება ემიტენტის ლიკვიდაციისას
1. ემიტენტის ლიკვიდაციისას იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორებს ემიტენტის მიმართ აქვთ არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა მხოლოდ იმდენად ( იმ ფარგლებში ), რამდენადაც უზრუნველყოფის აქტივები საკმარისი არ არის მათი ვადამოსული მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისთვის . ამ პუნქტით გათვალისწინებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები ემიტენტს პროგრამის კრედიტორთა სახელით შეიძლება წარუდგინოს პროგრამის ადმინისტრატორმა , ხოლო შესაბამის შემთხვევაში − პროგრამის ლიკვიდატორმა . პროგრამის კრედიტორებმა შეიძლება აღნიშნული მოთხოვნები დამოუკიდებლადაც წარადგინონ ან / და სადავო გახადონ მათი სახელით წარდგენილი მოთხოვნების მოცულობა .
2. თუ ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კრედიტორთა იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებისას , რომლებიც , „ კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად , პროგრამის კრედიტორთა არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების რიგს მიეკუთვნება , პროგრამის კრედიტორებს კომერციული ბანკის მიმართ აქვთ ვადამოუსვლელი მოთხოვნები , ემიტენტის ლიკვიდატორი ვალდებულია დააკავოს შესაბამისი ოდენობის თანხა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად პროგრამის კრედიტორთა მიერ ( ან მათი სახელით ) პოტენციურად წარსადგენი მოთხოვნებისთვის . ემიტენტის ლიკვიდატორის მიერ დასაკავებელი თანხის ოდენობის განსაზღვრის მიზნით გათვალისწინებული უნდა იქნეს , მათ შორის , ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კუთვნილი აქტივების ( გარდა უზრუნველყოფის აქტივებისა ) მოცულობა და ღირებულება , უზრუნველყოფის აქტივების მოცულობა , ვადიანობა და საკრედიტო ხარისხი , უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბე , იპოთეკური ობლიგაციების ვადიანობა . ამ პუნქტის შესაბამისად ლიკვიდატორის მიერ დასაკავებელი თანხის ოდენობას განსაზღვრავს პროგრამის ადმინისტრატორი .
3. აკრძალულია შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ემიტენტის რეგისტრაციის გაუქმება მანამ , სანამ იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა სხვა კომერციულ ბანკს სრულად არ გადაეცემა ან პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნები უზრუნველყოფის აქტივებიდან სრულად არ დაკმაყოფილდება .
