1.თუ ეკონომიკური ოპერატორი ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორების გამოყენებას აპირებს, იგი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას განაცხადის/წინადადების წარდგენის ეტაპზე მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია, თუ ქვეკონტრაქტორმა/ქვეკონტრაქტორებმა უნდა შეასრულოს/შეასრულონ: ა) შესყიდვის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10% მაინც; ბ) შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილი, თუ ასეთი კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილი განსაზღვრულია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის პირობებში.





