1.თეთრი სია არის ოფიციალური რეესტრი, რომელსაც სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და რომელში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორიც საჯარო შესყიდვაში მონაწილეობისას ამ მუხლით განსაზღვრული ვადითა და პირობებით სარგებლობს გამარტივებული პროცედურებით. თეთრი სია და მისი მონაცემები საჯაროა.
