1.საქსტატი ქმნის და აწარმოებს სტატისტიკურ რეგისტრს მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის: ა) სტატისტიკური გამოკვლევების ჩატარებისას სტატისტიკურ მონაცემთა ბაზების შესაბამისი ინფორმაციით უზრუნველსაყოფად; ბ) როგორც ინფორმირების საშუალებას, სტატისტიკური ერთეულებისა და მათი ტენდენციების სტატისტიკური ანალიზის განხორციელებისას; გ) როგორც სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების საშუალებას.
2.სტატისტიკური რეგისტრი იქმნება სტატისტიკური გამოკვლევების მონაცემებსა და ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებზე დაყრდნობით.
3.საქსტატი ფიზიკური ან იურიდიული პირის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს სტატისტიკურ რეგისტრში ამ პირის შესახებ არსებული მონაცემების თაობაზე ინფორმაციის გაცემას. თავი VIII. აღწერა
