1.მონაწილეს უფლება აქვს, საპენსიო სქემაში გაწევრებისას ბენეფიციარად განსაზღვროს ნებისმიერი მესამე პირი, რომელსაც მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში გადაეცემა მონაწილის უფლებები საპენსიო აქტივებზე (საპენსიო დანაგროვზე). ამ შემთხვევაში მონაწილე ვალდებულია უზრუნველყოს ასეთი მესამე პირის იდენტიფიცირება ყველა საჭირო ფორმით. მონაწილე უფლებამოსილია საპენსიო სქემაში მონაწილეობის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეცვალოს მის მიერ საპენსიო სქემაში გაწევრებისას განსაზღვრული ბენეფიციარი.
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ



