Статья 103. რეზერვისტის მომზადება
Редакция №12 Сверено с действующей редакцией · 13 мая 2026 г.
1. რეზერვისტის მომზადების მიზანია: ა) თავდაცვის ძალებისთვის მომზადებულ, შესაბამისი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მქონე პირთაგან რეზერვის ჩამოყალიბება; ბ) რეზერვის სამეთაურო რგოლის − ოფიცრების შემადგენლობისა და სერჟანტების შემადგენლობის − დაკომპლექტება, აქტიური მომზადება და გადამზადება; გ) რეზერვისტის ინდივიდუალურად, მაღალ დონეზე მომზადება.
2. რეზერვისტის მომზადება ხდება მის მიერ სამხედრო შეკრებისას მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული სპეციალური მომზადების პროგრამის გავლის დროს.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
თავდაცვის კოდექსი
