Статья 42. სამხედრო წოდებები
1. სამხედრო წოდებებია: ა) რიგითების შემადგენლობისა − რიგითი, I კლასის რიგითი; ბ) კაპრალების შემადგენლობისა − კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი; გ) სერჟანტების შემადგენლობისა − უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, მასტერ-სერჟანტი, მთავარი სერჟანტი; დ) ოფიცრების შემადგენლობისა: დ.ა) უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისა − ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; დ.ბ) უფროსი ოფიცრების შემადგენლობისა − მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; დ.გ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისა − ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალი.
2. წოდებრივი დაქვემდებარების საკითხები წესრიგდება სამხედრო წესდებით.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
თავდაცვის კოდექსი
