1.ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს, რომელიც უშუალოდ არის ჩართული დონაციის პროცესში ყველა ეტაპზე − ორგანოს მიღებიდან გადანერგვამდე ან გადასანერგად განკუთვნილი ორგანოს განკარგვამდე/წუნდებამდე, უნდა ჰქონდეს სათანადო კვალიფიკაცია და კომპეტენცია და მომზადებული უნდა იყოს საკუთარი ამოცანების შესასრულებლად.
2.ორგანოების დონაციისა და გადანერგვის პროცესში თითოეულ ეტაპზე ჩართული ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის სათანადო კვალიფიკაციის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო შესაბამისი პროფესიული ორგანიზაციების მონაწილეობით შეიმუშავებს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებს.
3.თავის ტვინის სიკვდილის დადგენის კრიტერიუმები უნდა შემუშავდეს და დაინერგოს რეანიმატოლოგთა, ნევროლოგთა და ტრანსპლანტოლოგთა დარგობრივი ასოციაციების მიერ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თავის ტვინის სიკვდილის დადგენა საერთაშორისო დონეზე აღიარებულ, საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკის, უმაღლესი ეთიკური სტანდარტებისა და ამ კანონის მოთხოვნების შესაბამის სტანდარტებზე დაყრდნობით. აღნიშნული კრიტერიუმები მტკიცდება ამ კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით. თავი VI. ორგანოების გადანერგვის სფეროს მართვა





