Статья 142. სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის კომპეტენცია საადგილმამულო დავის გადაწყვეტისას
Редакция №6 Сверено с действующей редакцией · 21 дек. 1987 г.
სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის კომპეტენციას მიეკუთვნება დავის გადაწყვეტა მიწით სარგებლობის საკითხებზე: ა) რაიონის ტერიტორიაზე მდებარე კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს და სხვა სახელმწიფო, კოოპერაციულ, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს შორის; ბ) ამ საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს და მოქალაქეთა შორის. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
