Статья 43. საგამოკვლევო სამუშაოებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყენების წესი
საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ გეოლოგიური აგეგმვის, ძებნითს, გეოდეზიურ და სხვა საგამოკვლევო სამუშაოებს, შეუძლიათ ეს სამუშაოები აწარმოონ ყველა მიწაზე, მიწათმოსარგებლეთაგან მიწის ნაკვეთების გამოუყოფლად, იმ წესით, რომელიც დადგენილია სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით. აღნიშნულ სამუშაოთა დაწყების ვადა და ადგილი უნდა შეუთანხმდეს მიწათმოსარგებლეებს, ხოლო თუ შეთანხმება არ იქნა მიღწეული, მათ განსაზღვრავენ შესაბამისი სახალხო დეპუტატთა რაიონული ან საქალაქო საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტები. მიწის ნაკვეთებზე საგამოკვლევო სამუშაოების ჩატარების ნებართვას იძლევა შესაბამისად საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭო, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი, ვადით არა უმეტეს ერთი წლისა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
