Статья 46. წიაღით სარგებლობის ობიექტების დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და საექსპლუატაციოდ გადაცემის მოთხოვნები
1. წიაღით სარგებლობის ობიექტების დაპროექტება წარმოებს სავარაუდო მშენებლობის უბანზე წიაღის გეოლოგიური აგებულების და სხვა პირობების გათვალისწინებით. წიაღის შესწავლა და გამოყენება სასარგებლო წიაღისეულის საბადოების დამუშავების, მიწისქვეშა ნაგებობებისა და ობიექტების განლაგების, საწარმოო ნარჩენების, მავნე ნივთიერებათა ჩამარხვისა და სხვა მიზნებისათვის ხორციელდება დამუშავებული და დამტკიცებული პროექტების (ტექნოლოგიური სქემების) საფუძველზე. პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს ამ კანონის მოთხოვნები.
2. იმ მიწისქვეშა ნაგებობების დაპროექტების, მშენებლობისა და საექსპლუატაციოდ გადაცემისას, რომლებიც დაკავშირებული არ არის წიაღისეულის მოპოვებასთან (მავნე ნივთიერებებისა და ნარჩენების ჩამარხვა, ჩამდინარე წყლის ჩაშვება, მიწისქვეშა გაზსაცავების მოწყობა და სხვა), უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ობიექტების გარემომცველი ქანების, პირველ რიგში კი წყალშემცველი ჰორიზონტების საიმედო იზოლაცია.
3. ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №495 ). საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
წიაღის შესახებ
