Статья 45. იმ საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა მოვალეობები, რომლებიც ახორციელებენ საგამოკვლევო სამუშაოებს
საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებიც ასრულებენ ამ კოდექსის 43-ე მუხლში გათვალისწინებულ სამუშაოებს, მოვალენი არიან დაკავებული მიწის ნაკვეთები თავისი ხარჯით გაავარგისიანონ დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. მიწის ნაკვეთების გავარგისიანება ხდება სამუშაოთა წარმოების დროს, ხოლო, თუ ეს შეუძლებელია ერთ თვეში მაინც სამუშაოთა დამთავრების შემდეგ ნიადაგის გაყინვის პერიოდის ჩაუთვლელად. აღნიშნული სამუშაოების წარმოების დროს საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები – მოვალენი არიან მიიღონ ზომები მიწების, ნათესების, ნარგავების, ტყეების, წყლებისა და სხვა ბუნებრივი ობიექტების, აგრეთვე წყალსადენის, გაზსადენების, კანალიზაციის, სამელიორაციო სისტემებისა და სხვა ნაგებობების დაცვის უზრუნველსაყოფად. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156 თ ა ვ ი VIII მიწათმოსარგებლეთათვის ზარალისა და სასოფლო- სამეურნეო წარმოების დანაკარგის ანაზღაურება
