1.რეესტრს ამ კანონისა და საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით აწარმოებს საქპატენტი.
2.პირს პატენტრწმუნებულის სტატუსი ენიჭება საქპატენტის მიერ რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ
1.რეესტრს ამ კანონისა და საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით აწარმოებს საქპატენტი.
2.პირს პატენტრწმუნებულის სტატუსი ენიჭება საქპატენტის მიერ რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ
Всегда актуальная правовая база
3.პირს რეესტრში რეგისტრაციიდან 15 სამუშაო დღის ვადაში გადაეცემა პატენტრწმუნებულის მოწმობა (შემდგომ − მოწმობა), რომლის ფორმა მტკიცდება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით. მოწმობის საფასურია 100 ლარი, რომელიც გადაიხდება საქპატენტის მიერ განსაზღვრულ ანგარიშზე.
4.საქპატენტი პირის რეესტრში რეგისტრაციის საკითხს შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში განიხილავს.
5.პირმა რეესტრში რეგისტრაციისთვის საქპატენტს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად უნდა წარუდგინოს განცხადება და მას უნდა დაურთოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ფოტოსურათი (ზომა − 3X4); ბ) მონაცემები სამუშაო ადგილის მისამართის, საკონტაქტო ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ; თუ პირი დასაქმებულია პატენტრწმუნებულთა ბიუროში/სხვა კერძო სამართლის იურიდიულ პირში, − მონაცემები დასაქმების ადგილის სახელწოდების, საიდენტიფიკაციო ნომრის, იურიდიული მისამართის, საკონტაქტო ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ; გ) ნასამართლობის შესახებ ცნობა; დ) მოწმობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
6.საქპატენტი განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს აღნიშნული განცხადების ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნასთან შესაბამისობას. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში საქპატენტი განმცხადებელს ხარვეზს უდგენს და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას 10 სამუშაო დღის ოდენობით.
7.ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე მოთხოვნილი დოკუმენტაციის საქპატენტისთვის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. ეს ვადა განახლდება აღნიშნული დოკუმენტაციის საქპატენტისთვის წარდგენისთანავე.
8.განმცხადებლის მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საქპატენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
9.საქპატენტი პირის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მას რეესტრში არეგისტრირებს და მოწმობას გადასცემს.
10.რეესტრში შეიტანება პატენტრწმუნებულის შესახებ შემდეგი მონაცემები: ა) სახელი და გვარი, ფოტოსურათი (ზომა − 3X4); ბ) მონაცემები სამუშაო ადგილის მისამართის, საკონტაქტო ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ; თუ პირი დასაქმებულია პატენტრწმუნებულთა ბიუროში/სხვა კერძო სამართლის იურიდიულ პირში, − მონაცემები დასაქმების ადგილის სახელწოდების, საიდენტიფიკაციო ნომრის, იურიდიული მისამართის, საკონტაქტო ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ; გ) რეესტრში რეგისტრაციის თარიღი, მოწმობის ნომერი (მოწმობის ნომერი რეესტრში შეიტანება საქპატენტის მიერ მოწმობის გაცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში); დ) სპეციალიზაცია.
11.რეესტრში შეტანილი მონაცემები საქპატენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება. რეესტრი განახლდება აღნიშნული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში.
12.პატენტრწმუნებული ვალდებულია ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში მისი განხორციელებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს საქპატენტს ამის შესახებ, რის საფუძველზედაც საქპატენტს სათანადო ცვლილება შეაქვს რეესტრში.
13.საქპატენტი უფლებამოსილია შეამოწმოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ნამდვილობა.
14.საქპატენტი მიიღებს გადაწყვეტილებას პირის რეესტრში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 5 წელია გასული და ის აღნიშნულ პერიოდში ამ კანონით დადგენილი წესით რეესტრში არ დარეგისტრირებულა; ბ) საქპატენტის მიერ განცხადების განხილვისას გამოვლინდა განმცხადებელთან დაკავშირებული ისეთი გარემოება, რომელიც ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.
15.პირის რეესტრიდან ამორიცხვა მისთვის პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტას ნიშნავს.
16.საქპატენტმა პირს შეიძლება შეუწყვიტოს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილება, თუ ის არ შეასრულებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი დაადასტურებს, რომ მან ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა საპატიო მიზეზით გაუშვა.
17.პირის რეესტრში რეგისტრაციაზე უარის თქმის ან პირის რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ საქპატენტის გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში.
18.ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.