1.ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის, ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით, განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან ადგილზე შეადგინონ შესაბამისი აქტი. ამასთან, აქტის შედგენა სავალდებულო არ არის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შედეგად ელექტროენერგიის მომარაგების შეწყვეტის და შესაბამისად, აღდგენის შემთხვევებში.
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ
